ჩემი მეგობრის დღიურიდან–3

 

http://mus.interes.ge/music_2866_%83%90%83%9A%83%98-%83%83%90%83-%83%83%90%83%9A%83%98-%83%83%90%83.html

ჩემი დაბადების დღე იყო. მე არ მიყვარს ეს დღე, ან იქნებ ვთვლიდი, რომ ამ დღეს არ ვუყვარდი მე. ამ დღის არსებობა უმნიშვნელო მგონია.

იმ დაბადების დღესაც ჩვეულებრივ სამგლოვიარო განწყობა მქონდა. ჩემს დეიდაშვილებს არ გავყევი წვეულებაზე, სახლში დავრჩი. ჩემს კომპიუტერთან, ყავასთან, სიგარეტტან. ბოლოს და ბოლოს ჩემს დაბადების დღესთან დავრჩი პირისპირ. ველოდებოდი როდის შემოვიდოდა, რომ მეკითხა, ბევრი რამ მეკითხა და პასუხებიც მომესმინა.

ეს დაახლოებით ის პერიოდია კომპიუტერი რომ უმრავლესობას არ აქვს და სიტყვა სკაიპი სხვა სიტყვასთან ასოცირდებოდა. თორმეტს წუთები აკლდა კარზე ზარმა, რომ დარეკა. მეგონა ჩემი დეიდაშვვილები დაბრინდნენ და მეწყინა. გავაღე კარი და იქ ძალიან მაღალი, მწვანეთვალება  მამაკაცი დამხვდა. ამიხსნა, რომ ზედა სართულის მეზობელი იყო, ჩემი დეიდაშვილი იკითხა. მერე მომიბოდიშა გვიანია, გაწუხებთ, მაგრამ ინტერნეტი დამჭირდა სასრაფოდო. მეც ნება დავრთე შემოსვლის. ის კომპიუტერს მიუჯდა, მე სიგარეტს მოვუკიდე და კუთხეში დავჯექი.მისგან მოშორებით.

თორმეტი საათიც გახდა, ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო, მე მადლობების გადახდა. სიმართლე გითხრა ისეთ ხასიათზე ვიყავი, საერთოდ არ მინდოდა გავხსენებოდი ვინმეს, არც მოელოცა. იმ წამს ყველაფერი მეზარებოდა. თუმცა ვიცოდი ეს ყველაფერი მხოლოდ დილამდე გაგრძელდებოდა,მერე განწყობაც გამომიკეთდებოდა.

ბუნებრვია, ჩემი ქერა, მაღალი, მწვანეთვალება მეზობელიც (სულაც არ იყო სიმპატიური)დაინტერესდა, რას მილოცავდნენ. არაფერთქო ვუთხარი, თმცა არ მაცადა ტყუილის თქმა და მკითხა იუბილარი ხომ არ ვიყავი. რა თქმა უნდა მე დავენთანხმე, იმან გაიკვირვა მარტო რატომ ხარო, ან ასეთი სახით რატომ ხარო. მომილოცა, დამემშვიდობა და წავიდა.

თან გამიხარდა, რომ წავიდა, თან მეწყინა და არესად გამიფჭდა მისი ამ უზრდელური ჟესტით ხასიათი. თუმცა რა მინდოდა გაეკეთებინა არ ვიცი. უგუნებობას დავაბრალე.

ღრმად ამოვისუნთქე, მივუჯექი ჩემს ინტერნეტს და დავიწყე  ბოდიალი.

მოკალათებულიც არ ვიყავი კარზე ზარმა რომ დარეკა. ნამდვილად მოვიდნენთქო ვიფიქრე, კიდევ ერთხელ შევიკურთხე გულში და კარი გავაღე. კარებში კვლავ ჩემი ზედა მეზობელი შემრჩა. ხელში შოკოლადის ტორტი და კონიაკი ეჭირა. მკითხა შემოვუშვებდი თუ არა. სიმართლეს გეტყვი, გული ამიჩუყდა და შემოვუშვი.რატომღაც გამიხარდა.

მისარები ოთახისკენ წავიდა. თვალი გავაყოლე და ვიფიქრე: ჩემი დაბადების დღის საჩუქარიათო. რაღაც საპნის ოპერის დასაწყისს გავდა. დავსხედით დავლიეთ. ვისაუბრეთ. გავიცანით ერთმანეთი. ბევრი ვიცინეთ. მერე იმან მითხრა შემჩნეული მყავდიო. არ ვიცოდი აქ თუ ცხოვრობდიო. მერე მე ვუთხარი, ხო რავიცი მე არ მყავდი შემჩნეულითქო.

ამასობაში ჩემებიც დაბრუნდნენ, გაუკვირდაღ, მაგრამ შემოგვიერთდნენ და დალევა გავაგრძელეთ.

ჩემი დაბადებისდღის საჩუქარი მეორე დღესაც შემეხმიანა. საღამოს მყუდრო კაფეში დაგვპატიჟა. გვიანამდე ვსაუბრობდით, მე, ის და ჩემი გოგოები. უცნაურად მიყურებდა. სხვებს ესაუბრებოდა, აზროვნებდა, კამათობდა, მგრამ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.

დავიშალეთ. რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემები სახლში ტაქსით წავიდნენ. ჩვენ ფეხით, მაგრამ მერე მარშუტი შევიცვალეთ.

მთელი ღამე ძველ თბილისში ვიბოდიალეთ. მეტროთი ვისეირნეთ. მემანქანე გავიცანით. მთელი რამე ერთ მუსიკას ვუსმინეთ. მთელი ღამე ქართული მენტალიტეტით გათვალისწინებული დისტანცია დავიცავით. მერე მეტეხტან დავჯექით. მტკვარზე ლექსები წავიკითხეთ.ქალაქობანა ვიტამაშეთ.თვალის გაშეშებაში შევეჯიბრეთ ერთმანეთს.მერე ჯეირანი გაგვახსენდა. იმ საღამოს რატომრაც მე ვიგებდი ყველა თამაშსს, ან მაგებინებდა.

ჩემი დაბადებისდღის საჩუქარი მომეწონა.მხიარული ტიპი აღმოჩნნდდა. მერე გათენდა და პირველივე ავტობუსს სახლში გავყევით. მე დავიძინე, მთელი დღე მეძინა. სასიამოვნოდ დაღლილი ვიყავი. მსუბუქი და მხიარული დღე იყო. თუმცა გასაანალიზებელიც, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამის სურვილიც არ მქონდა. არ მინდოდა დასკვნები დამედო. რადგან მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერება წამიერია და ის შეიძლება ნებისმიერ დროს განიცადო. რამდენჯერმე განიცადო. შენი ცხოვრება ამ წამის ფრაგმენტებისგან შეკრა და თქვა,რომ შენ იყავი ბედნიერი,მომავალი პერპექტივების გარეშე. თუმცა სულს ნამდვილად ამჩნევს სასიამოვნო გავლენას ეს ბედნიერებები. გაგრძელება? იქნებ ამის სურვილიც გამიჩნდდეს როდესმე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s